დებატების შესახებ
თავდაპირველად, დებატები წარმოადგენდა ღია საზოგადოების არსებობის ერთ–ერთ პირობას. ანტიკურ ათენში, მოქალაქეები იკრიბებოდნენ მნიშვნელოვან საკითხებზე დებატებისა და დისკუსიებისათვის. ასეთი დებატები იყო ათენის მთავრობის ახალი სტრუქტურის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი. სწორედ საბერძნეთში წარმოიშვა დემოკრატია.
განსხვავებით ტოტალიტარული და არადემოკრატიული რეჟიმებისგან, სადაც ერთი კონკრეტული აზრი მიიჩნეოდა აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, დემოკრატიული საზოგადოებები დამოკიდებულია იდეების თავისუფალ და ღია გაცვლაზე. შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი დემოკრატია არ არსებობს დებატების გარეშე.

რა არის დებატები?
დებატები არის ფორმალური შეჯიბრება არგუმენტებით ორ გუნდს, ან ორ ადამიანს შორის. უფრო ფართო გაგებით, დებატები არის უმნიშვნელოვანესი იარაღი დემოკრატული და ღია საზოგადოების განვითარებისა და შენარჩუნებისათვის.
გარდა სიტყვიერი და გამომსახველობითი უნარებისა, დებატები ავითარებს არგუმენტირებული მსჯელობის უნარებს. ფრანგი ფილოსოფოსი ჟოზეფ შუბერტი ამბობდა: „სჯობს იდებატო პრობლემაზე და თუნდაც ვერ გადაჭრა ის, ვიდრე გადაჭრა პრობლემა დებატების გარეშე“.

რატომ დებატები?
გარდა იმისა, რომ დებატები ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ის ხელს უწყობს ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას, ასევე დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების და კონკრეტული საკითხის კვლევის უნარებს. დებატები მონაწილეს გუნდური მუშაობის უნარებს გამოუმუშავებს, ასევე იმ უნარებს, რომელსაც ის გამოიყენებს სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცვხოვრებაში... იგი ეხმარება პიროვნებას დამოუკიდებელი საზოგადოების ღირსეულ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. დებატები ასწავლის მოქალაქეებს ტოლერანტობის პრინციპებს, შემწყნარებლობას, საპირისპირო აზრის პატივისცემას...
დებატებით შესაძლებელია იდეების თავიუსფალი გაცვლა, მისით მიიღწერვა საერთაშორისო ურთიერთგაგება და თანამშრომლობა.

დებატების ფორმატები
დებატების სხვადასხვა ფორმატი არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება თამაშის სტილით, მონაწილეთა რაოდენობით, დროის ხანგრძლივობით და სხვადასხვა ასპექტით. ყველაზე ფართოდ გავრცელებული ფორმატია საპარლამენტო დებატები.
გავრცელებული დებატების ფორმატებს მიუეკუთვნება:
1. ბრიტანული საპარლამენტო დებატები;
2. კარლ პოპერის ფორმატი;
3. ლინკოლნ–დუგლასის ფორმატი;
4. საჯარო ფორუმ–დებატები...
ბრიტანულ საპარლამენტო დებატებში რეზოლუცია ყოველთვის გამოიხატება მთავრობის სახელით, ხოლო ოპოზიციის მთავარი დანიშნულებაა, რომ რაც შეიძლება გასაგებად და ნათლად მოახდინოს დემონსტრირება იმისა, რომ მთავრობის აღნიშნული გეგმა/გადაწყვეტილება არაპრაქტიკული ან ამორალურია.
ერთ–ერთი მნიშვნელოვანი დეტალი საპარლამენტო დებატებში არის „პუნქტი ინფორმაციისთვის“. ეს პუნქტი დებატების მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას შეაწყვეტინოს სპიკერს მონოლოგი და დაუსვას მას შეკითხვა, ან მოსთხოვოს კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციის დაკონკრეტება, ან „პუნქტი“ გამოიყენოს მისი მხარის შეხედულების კიდევ უფრო გასამყარებლად. (შესაბამისად, ამ პუნქტებს შეიძლება ეწოდოს „პუნქტი დაზუსტებისთვის“, „პუნქტი შეკითხვისთვის“). თამაშის წესებით, სავალდებულო არ არის გამომსვლელი ყველა შემთხვევაში დათანხმდეს „პუნქტს ინფორმაციისთვის“, ანუ „აიღოს“ ის, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება მსაჯების მიერ აღქმულ იქნეს გამომსვლელის სისუსტედ (ის თავს არიდებს ოპონენტის შეკითხვას), რაც საერთო ჯამში მის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს. ჩვეულებრივ, გამომსვლელის განკარგულებაში მყოფი დროის პირველი და ბოლო წუთები ე.წ. „პუნქტისგან დაცული დროებია“, როცა ოპონენტებს არ შეუძლიათ „პუნქტით“ შეაწყვეტინონ საუბარი გამომსვლელს.
უმეტეს საპარლამენტო ფორმატებში პირველ გამომსვლელს პრემიერ–მინისტრს უწოდებენ, ხოლო ოპოზიციის პირველ გამომსვლელს – ოპოზიციის ლიდერს.
ბრიტანული საპარლამენტო დებატები 8 სპიკერისგან შედგება, ისინი 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი: 2–2 მთავრობა, 2–2 ოპოზიცია.
უმეტეს შემთხვევაში რეზოლუცია ფორმირებულია ასე: „ამ პალატას სჯერა...“, „ეს პალატა მხარს უჭერს...“
როგორც ბრიტანული საპარლამენტო დებატების ფორმატი ითვალისწინებს, მთავრობამ უნდა წარმოადგინოს მოქმედების გეგმა და დაასაბუთოს იგი ფილოსოფიური, პრაქტიკული და შედეგობრივი არგუმენტებით.

ონლაინ–დებატები
დღესდღეისობით, სულ უფრო და უფრო მეტ პოპულარობას იძენს დებატები, სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს სურვილს ჩაერთოს მასში, თავისთავად, ეს ყველაფერი არის საფუძველი იმისა, რომ ჩამოყალიბდეს ახალი დებატ–კლუბები. მიუხედავად დებატებში მონაწილეობის დიდი სურვილისა, არის გარემოებები, რომელთა გადალახვაც რიგ შემთხვევაში რთულია (მათ შორის ტერიტორიული დისტანცია), მაგრამ თამანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებისთ ეს დაბრკოლებაც არ არსებობს. არსებობს ვებ–გვერდები, რომლებიც ნებას რთავს მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლევლად იდებატონ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ამ პროცესს „ონლაინ–დებატების“ სახელით იცნობენ.
საბეჭდი ფორმის ჩამოსატვირთად დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ სიმბოლოს
about_debates_-_geodebate.weebly.pdf |